ბახტაძე: წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს
- CopyPaste -

ბახტაძე: წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს

“მივესალმები, რომ ლარში რამდენიმე ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად შეამცირა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე და ეს არის ერთადერთი სწორი გზა. რაც შეეხება განვადებებს მაღაზიებში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ეს კითხვა არის იმ ბუნების, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება. საქართველოში უნდა არსებობდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს”.

ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 2019 წელი, 4 აპრილი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin