ბაქრაძე: სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების
- CopyPaste -

ბაქრაძე: სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების, არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასიური ზეწოლით, ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვით, რომელიც ჩატარდა კრიმინალური და ქუჩის ელემენტების ჩართულობით. არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა სიძულვილის ენა და ოპონენტების მიუღებლობა. არავინ დღემდე არ დასჯილა ძალადობის, მოსყიდვის და სხვა დარღვევების გამო. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს, იმ უმძიმესი დასკვნების გამო, რომელიც საერთაშორისო ორგანზაციებმა გამოაქვეყნეს, საქართველოსთან დაკავშირებით. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს იმ ზიანის გამო, რომელიც უცხოეთში და ქვეყნის შეიგნით მიადგა ქართულ დემოკრატიას და საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ „ევროპული საქართველო“ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და ჩვენ არ ვაპირებთ პროტესტის ნიშნად დავესწროთ პარლამენტში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას.“

განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ. 2019 წელი, 6 მარტი. 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin