ბუცხრიკიძე: განსხვავებით ოქუაშვილისა, არასდროს ვაწარმოებ შეხვედრების ჩაწერას
- CopyPaste -

ბუცხრიკიძე: განსხვავებით ოქუაშვილისა, არასდროს ვაწარმოებ შეხვედრების ჩაწერას

“მე პირადად არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს, რაც შეეხება ბატონ გიორგი გახარიას, მე ის გავიცანი როგორც ბიზნეს ომბუდსმენის რანგში, ვიცნობ ბატონ ლევან ყიფიანს, მაგრამ არ მაქვს მეგობრული ურთიერთობა მასთან და რამდენადაც მახსოვს, ბატონი ლევანი წლების განმავლობაში წარმოადგენდა “ომეგა ჯგუფის” ბიზნეს კონსულტანტს. რაც შეეხება ბატონი ოქუაშვილის ბრალდებას სატელეფონო ზართან დაკავშირებით, განსხვავებით ბატონი ოქუაშვილისა მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნეს შეხვედრების, საუბრების ჩაწერას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ ტრანზაქციის წინ არ უძღოდა არანაირი სატელეფონო საუბარი, ჩემსა და ლევან ყიფიანს შორის.”

განაცხადა, TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან. 2018 წელი, 8 ოქტომბერი.

 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin