ჩოგოვაძე: ტურიზმი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ინვესტორებისთვის
- CopyPaste -

ჩოგოვაძე: ტურიზმი ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ინვესტორებისთვის

“ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარებაც რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის სუფთა ეკონომიკური მიზეზებითაც; ადამიანები ფულს ხარჯავენ საქართველოში და თანხა არ გადის საზღვარგარეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა ხმარდება ტურისტული ობიექტების განვითარებას. ეს ტურისტული ობიექტები შემდეგ უკვე, მოემსახურებიან, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს. არის Success Store-ბიც, მაგალითად მარტვილში სასტუმროების კუთხით. თერთმეტი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად არის დატვირთული არასეზონზეც კი და ამ სასტუმროს მეპატრონეები უკვე მეორე სასტუმროს აშენებენ მარტვილში. ასე რომ, მინდა ვთქვა, დღეს ტურიზმი იმდენად მზარდია, როგორც უცხოელი ტურისტების თვალსაზრისით, ასევე შიდა ტურისტული ნაკადებით, რომ ეს სფერო ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ინვესტორებისთვის.”

განაცხადა ტურისზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, “საქმის კურსის” ეთერში. 2018 წელი, 3 ივლისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin