ელისაშვილი: ეს ქვეყანა არის უპატრონოდ მიგდებული
- CopyPaste -

ელისაშვილი: ეს ქვეყანა არის უპატრონოდ მიგდებული

“ისე დალპა „ქართული ოცნება“ და ისე გაურბის სადავეები ივანიშვილს, რომ არ ვიცი მე… მოდი დიდ სურათს შევხედოთ; პირველ ტურში დიდი ალიყური მოხვდა „ქართულ ოცნებას“, მეორე ტურში, როგორც ლიმონი ისე გამოწურა ეს ქვეყანა ივანიშვილმა, დააჯანჯღარა და ფეხებით დაკიდა და ამის მერე, როგორც მოსალოდნელი იყო, ისე ფეხებზე დაიკიდა ეს ქვეყანა. ამასობაში დალპა ყველაფერი ამ პარტიაში. ეს ქვეყანა არის უპატრონოდ მიგდებული… ჩვენ ვართ აბსოლუტურად ნომინალური. ივანიშვილი ყველას დაგვცინის და გვეთამაშება და ამ თამაშ-თამაშში იგი ყელამდეა ჩაფლული ჭაობში”.

ეს განცხადება გააკეთა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, დიანა ტრაპაიძის ეთერში. 30 იანვარი, 2019 წელი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin