გორგოძე: „სწავლა ტესტისთვის“ არ არის რეალური ცოდნის მომტანი
- CopyPaste -

გორგოძე: „სწავლა ტესტისთვის“ არ არის რეალური ცოდნის მომტანი

„შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ გამოცდები და შეფასებები არის მთავარი, რაც სრულიად შეცვლის სასკოლო ცხოვრებას და ან გააუმჯობესებს ან გააუარესებს მას. ეს უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა, თუმცა, ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ განმსაზღვრელმა გამოცდებმა რადიკალურად შეუძლია შეცვალოს და ამოატრიალოს სასწავლო პროცესი, მიმართოს იქითკენ, რომ ბავშვებმა ჩააბარონ გამოცდები და არა იქითკენ, რომ რეალური ცოდნა და უნარები მიიღონ. „სწავლა ტესტისთვის“ არ არის იმ რეალური ცოდნის მომტანი, რაც გვინდა, რომ გადავცეთ ბავშვებს.“

ამის შესახებ ისაუბრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ, საქმიანი დილის ეთერში. 29 იანვარი, 2019 წელი. 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin