გვენეტაძე: თუ დავინახეთ ინფლაციის გაზრდის საფრთხე მივიღებთ სათანადო ზომებს
- CopyPaste -

გვენეტაძე: თუ დავინახეთ ინფლაციის გაზრდის საფრთხე მივიღებთ სათანადო ზომებს

“ხდება თურქული ლირის გაუფასურება, უნდა ვნახოთ რა ემართება ინფლაციას თურქეთში, ინფლაცია საკმაოდ მაღალია – დაახლოებით 11% -ზე მაღალია და, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაიზრდება ინფლაცია და ეს, გარკვეულ წილად, დააკომპენსირებს იმ უპირატესობას, რასაც თურქული ლირის გაუფასურება მისცემდა თურქული პროდუქციის იმპორტს. ამიტომ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ამას დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს არის ის, რასაც ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ არის ინფლაციის გადმოდინების /გაზრდის საფრთხე, ჩვენ მივიღებთ სათანადო დონის ზომებს ამასთან დაკავშირებით”.

განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტამ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას. 2018 წლის, 28 მაისი. 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin