ისაკაძე: 900 მლნ. ლარი – საფასური, რომელიც ქვეყანამ ერთ კვირაში გადაიხადა
- CopyPaste -

ისაკაძე: 900 მლნ. ლარი - საფასური, რომელიც ქვეყანამ ერთ კვირაში გადაიხადა

„ლარის გაუფასურება, წლის დასაწყისიდან დღემდე, არის 26-თეთრიანი და 10%-ანი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა 10%-ით შემცირებულია და გაუფასურებულია. რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის თემას, ძალიან მარტივად დათვლადია ეს ყველაფერი, 24 ივლისიდან ვიდრე ბირჟების დახურვამდე არის 734 მილიონიანი ლარში გამოხატული ზარალი, რომელიც არ მიუღია მხოლოდ თბს-ის, არამედ მიიღო ოთხივე კომპანიამ. TBC PLC ჩათვლით. თუმცა არის კვირეულის თვლა, რომელიც უკვე შაბათ-კვირას გამოიხატა, მთელი კვირის განმავლობაში 250 მილიონი ფუნტ სტერლინგია ის საფასური, რაც ამ ოთხმა ქართულმა კომპანიამ გადაიხადა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც ლარში დღევანდელი კურსით არის 900 მილიონი ლარი. ეს არის ის საფასური, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკამ გადაიხადა.“

განაცხადა ფორბს ჯორჯიას მთავარმა რედაქტორმა, გიორგი ისაკაძემ, კურიერის ჟურნალისტთან საუბარში. 2019 წელი, 29 ივლისი. 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin