ისაკაძე: ხაზარაძეს აქვს უნარი ჭკვიანი ადამიანების შემოკრების
- CopyPaste -

ისაკაძე: ხაზარაძეს აქვს უნარი ჭკვიანი ადამიანების შემოკრების

“მამუკა ხაზარაძეს და მის გუნდს ექნება მთავარი პარადიგმა დასანგრევი, ეს არის, რომ ბიზნესმენი მოდის პოლიტიკაში და აკეთებს საქმეს, უნდა იყოს წარმატებული. ჩვენ თუ გავიხსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ან მანამდე, ბადრი პატარკაციშვილის ჩართულობას, ეგენი მაინც განსხვავებული ყაიდის ბიზნესმენები იყვნენ. ისინი არ იყვნენ მოქმედი და აქტიურად ჩართულნი საკუთარი ბიზნესის მართვაში. გვევლინებოდნენ უფრო ინვესტორებად სხვადასხვა პროექტებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქონება რამდენჯერმე აღემატებოდა ხაზარაძის შესაძლებლობებს. რაც შეეხება მამუკას, იგი კონკრეტულად, დღესაც მოქმედი ბიზნესმენია, აქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პასუხისმგებლობაში, მათ შორის, უმთავრესი არის ანაკლიის პორტი.

ხაზარაძეს აქვს უნარი ჭკვიანი ადამიანების მოკრების, მას უყვარს თავისზე ძლიერები და ცალსახად განათლებული ახალგაზრდების შემოკრება და მგონია, რომ ის ამ რესურსს ზუსტად იგივენაირად გამოიყენებს ამ მოძრაობაში. “

დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუში განაცხადა Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, გიორგი ისაკაძემ. 2019 წელი, 9 ივლისი.

 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin