ივანიშვილი: ნაციონალური მოძრაობის დანაშაული იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია
- CopyPaste -

ივანიშვილი: ნაციონალური მოძრაობის დანაშაული იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია

“ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში და დანაშაულები ჰქონდა ძალიან ბევრი, მაინც თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მით უმეტეს, არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20%. გახსოვსთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ წინა პლანზე წამოწეული. ყველაზე დიდი თავისი დანაშაული რაც მათ ჩაიდინეს ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს.”

განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა. 2018 წელი, 1 ოქტომბერი.

 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin