ჯაფარიძე: ანაკლიის პროექტი არის სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი პროექტი
- CopyPaste -

ჯაფარიძე: ანაკლიის პროექტი არის სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი პროექტი

“რაც შეეხება ანაკლიის პროექტს. იმის შემდეგ, რაც მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ მზად არის გააგრძელოს კონსორციუმთან მუშაობა წლის ბოლომდე, მინდა ვთქვა, ამ ვითარებაში ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ შედგეს ეს პროექტი. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, მე შეფასებებს არ გავაკეთებ. მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მთავრობას, მათ დააყენონ ქვეყნის ინტერესები პირად ანტიპათიასა და დავალებაზე უფრო მაღლა. მთავარია ანაკლიის პორტის პროექტმა ხორცი შეისხას, ამისთვის ყველაფერია გაკეთებული. ანაკლიის პროექტი არის სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი პროექტი”.

ამის შესახებ, დღის ამბებში დიანა ტრაპაიძესთან ისაუბრა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ. 2019 წელი, 16 ოქტომბერი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin