ჯაფარიძე: სუბელიანი იძახის, რომ თხოვე, მე დამსახურება მაქვს და იქნებ შეღავათი გამიკეთონ
- CopyPaste -

ჯაფარიძე: სუბელიანი იძახის, რომ თხოვე, მე დამსახურება მაქვს და იქნებ შეღავათი გამიკეთონ

“მე რამდენიმეჯერ შევხვდი მაგ კაცს, ვინახულე, არის სტრესულ მდგომარეობაში. სერიოზული ვერაფერი მოვისმინე მირზას ლაპარაკში. მთავარი ის არის, რომ პატიმართან შესული პარლამენტის წევრის საუბარია ჩაწერილი. თვითონ იძახის, რომ თხოვე, მე დამსახურება მაქვს და იქნებ შეღავათი გამიკეთონ. თვითონ რას თვლის დამსახურებად მე არ ვიცი. არანაირი განსაკუთრებული ურთიერთობა სუბელიანთან მე არ მაქვს. იგი არის სვანი და ვალდებული ვარ, რომ ნებისმიერი სვანის და სხვისიც დარდი და ჭირი გავიზიარო.”

განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, ვიქტორ ჯაფარიძემ რუსთავი 2-თან საუბარში. 2018 წელი, 15 ოქტომბერი.  

 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin