კახიძე: საბანკო სისტემაზე მუქარა აზიანებს ქვეყნის საფინანსო სტაბილურობას
- CopyPaste -

კახიძე: საბანკო სისტემაზე მუქარა აზიანებს ქვეყნის საფინანსო სტაბილურობას

„როცა ხელისუფლებასთან აფილირებული სააგენტო წერს, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესახებ, ეს უნდა გავიგოთ, როგორც პირდაპირი მუქარა. ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ვითარება, რომ რეალურად ამა თუ იმ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ჩვენ ქვეყანაში განსაზღვრავს არა კანონი, არამედ ერთი პირის ნება, კერძოდ ივანიშვილის, რომელსაც პირდაპირ ექვემდებარება როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო. ამიტომ, შემაშფოთებელია ამგვარი ინფორმაცია. მუქარა სახეზეა, ეს მუქარა აზიანებს ქვეყნის საფინანსო სტაბილურობას.“

განაცხადა, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“, ოთარ კახიძემ რუსთავის 2-ის ჟურნალისტთან საუბარში. 2019 წელი, 9 იანვარი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin