კალაძე: 50 მეტრი ხიდის რეაბილიტაცია 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა
- CopyPaste -

კალაძე: 50 მეტრი ხიდის რეაბილიტაცია 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა

„სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კომპანიები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ჩვენც გვქონდა ასეთი კონკრეტული მაგალითები, მაგალითად ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა 7 თვის განმავლობაში. 50 მეტრის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხდებოდა 7 თვის განმავლობაში, კატასტროფაა. ასეთი კომპანიები არ უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსმა კომპანიებმა ვერ მიიღონ ტენდერებში მონაწილეობა. შემდეგ ყველა პრეტენზია მოდის მუნიციპალიტეტზე და არავინ არ უყურებს იმას, რომ ის კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა.“

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 2019 წელი, 16 იანვარი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin