კალაძე: დაუმთავრებელი შენობები ანტისანიტარიის და ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული
- CopyPaste -

კალაძე: დაუმთავრებელი შენობები ანტისანიტარიის და ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული

„მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, ეს არის დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ ქალაქში. მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან და მინდა გითხრათ, არის სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. სამწუხაროდ ყველა რაიონშია ასეთი შენობა-ნაგებობები. ერთის მხრივ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის იერსახისთვის და მეორეს მხრივ, არის დიდი პრობლემა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ბევრი ადგილი და ლოკაციაა, სადაც მშენებლობა დაწყებული იყო, საძირკველი ჩასხმული, რამდენიმე სართლიც აშენებული და გაჩერებულია წლების განმავლობაში, აქედან გამომდინარე ანტისანიტარიის და ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. ამიტომ დროზე წარმოვადგინოთ სამოქმედო გეგმა, რომ დავეხმაროთ სამშენებლო კომპანიებს და დეველოპერებს რათა მოვაგვაროთ ეს პრობლემა.“

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე. 2018 წელი, 20 ივნისი. 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin