ხაზარაძე: ანაკლიაში ისეთი მოთხოვნები იქნება, როგორიც სინგაპურში, ჟენევაში, ნიუ-იორკში ან ლონდონშია
- CopyPaste -

ხაზარაძე: ანაკლიაში ისეთი მოთხოვნები იქნება, როგორიც სინგაპურში, ჟენევაში, ნიუ-იორკში ან ლონდონშია

„ჩვენ ანაკლიაში უნდა ვიყოთ მასპინძლები, რისთვისაც ახალგაზრდა ინტელექტუალური ძალა უნდა მივიწვიოთ იქ საცხოვრებლად და სამუშაოდ. ისეთი პლატფორმა უნდა შევქმნათ, რომ ადამიანები დიდი ქალაქებიდან ანაკლიისკენ დაიძრან სამუშაოდ, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება, ბიზნესის შესაძლებლობები და შანსი, რომ ამ ადამიანებმა ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღონ. უმაღლეს სასწავლებლებს, საუკეთესო სკოლებს, რომლებიც თბილისში უკვე დამკვიდრდნენ, ანაკლიაში ექნებათ გაფართოების და საერთაშორისო ქალაქის ცხოვრებაში ჩაბმის საშუალება. განათლების და კულტურის თვალსაზრისით, ანაკლიაში ისეთი მოთხოვნები იქნება, როგორიც ადამიანებს აქვთ სინგაპურში, ჟენევაში, ნიუ-იორკში ან ლონდონში.“

მამუკა ხაზარაძე, ჟურნალი „ანაკლია“. ივლისი, 2018 წელი. 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin