ხაზარაძე: ეს არის ძალოვნების გაძლიერება რათა შეინარჩუნონ ხელისუფლება
- CopyPaste -

ხაზარაძე: ეს არის ძალოვნების გაძლიერება რათა შეინარჩუნონ ხელისუფლება

“იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში, საერთოდ საქართველოში ნებისმიერი საქმე შეიძლება იქნას გამოძიებული, მით უმეტეს, როდესაც პირადი ადვოკატების დანიშვნა გენერალურ პროკურორებად ტრადიციად იქცა. ეს არის ჩვენი ქვეყნის მართვის მახინჯი ფორმა და უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება მთავრობას, მე კითხვა მინდა დაგისვათ, რამე შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში? ჩვენ ხომ ასე ზარზეიმით ვუყურეთ შარშანაც, როგორ დაინიშნა წინა პრემიერ მინისტრი? რამე სხვა შემოგვთავაზეს? ეს არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება”.

განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 2019 წელი, 9 სექტემბერი.  

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin