ხაზარაძე: ქვეყანაში არ არის ის გარემო, სადაც ინვესტორი ფულს ჩადებს
- CopyPaste -

ხაზარაძე: ქვეყანაში არ არის ის გარემო, სადაც ინვესტორი ფულს ჩადებს

„ქვეყანაში არ არის შექმნილი ის გარემო, სადაც ინვესტორი ფულს ჩადებს. იგი [ბიძინა ივანიშვილი] თითქმის ყოველ ინტერვიუში ამბობს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ამის თავი და მე დაგეხმარებით; ბიუჯეტს არ აქვს ამის თავი და მე დაგეხმარებით. ეს არის მიზანმიმართულად ადამიანების გონებაში იმ განწყობის ჩადება, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო ვარ მე – ბიძინა ივანიშვილი.“

ამის შესახებ, საზოგადოებრივი გაერთიანება „ლელო“-ს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მთავარი არხის ეთერით ისაუბრა. 2019 წელი, 25 სექტემბერი. 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin