ხუციშვილი: არც ერთი წამყვანი რელიგია ნადირობას და ხორცის ჭამას არ კრძალავს
- CopyPaste -

ხუციშვილი: არც ერთი წამყვანი რელიგია ნადირობას და ხორცის ჭამას არ კრძალავს

„მინდა გითხრათ, რომ ნადირობის თემა ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელია. როდესაც მე არჩეული ვიყავი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, დიდი აგრესია გამოიწვია, რომ შეუძლებელია მონადირე იყოს გარემოს დამცველი. რაც შეეხება ნადირობას, მინდა გითხრათ, რომ ადამიანმა თავისთვის მტრულ გარემოში სწორედ ნადირობით და შეგროვებით გადაირჩინა თავი და ეს არის, მისი პირველი პროფესია, რომელიც გენეტიკაში და მამაკაცის არსში დევს. ნადირობა ნებადართულია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. არც ერთი ჩვენი წამყვანი რელიგია, რომელიც მოსახლეობის პრაქტიკულად უდიდეს ნაწილს მოიცავს, არც ქრისტიანობა, არც ისლამი, ნადირობას, ხორცის ჭამას არ კრძალავს. ამიტომ ნადირობასთან ბრძოლა არ მიმაჩნია სწორად. პირიქით, უნდა იყოს ეს ყველაფერი კანონმდებლობის და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დარეგულირებული, როგორც მუშაობს ევროპის წამყვან ქვეყნებში.“

განაცხადა პარლამენტის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ზაზა ხუციშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში. 2019 წელი, 23 აპრილი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin