კობახიძე: 100 დეპუტატი ეყოფა იმ 200 კაცს, რომელიც პარლამენტთან დგას
- CopyPaste -

კობახიძე: 100 დეპუტატი ეყოფა იმ 200 კაცს, რომელიც პარლამენტთან დგას

“ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 200 კაცს, რომელიც პარლამენტთან დგას. როცა ოპოზიციაზეა საუბარი, ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში. 200 კაცსზე მეტს ვერ კრიბავენ. ოპოზიცია ეძებს გამოსავალს იმ  კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის ჩავარდნილი. ოპოზიცია არის მილევად რეჟიმში. გვიწევს უმრავლესობის დეპუტატების ემოციების დარეგულირება, რომ ამ 200 კაცთან დაკავშირებით რაიმე ისეთი არ მოხდეს. ეს არის რეალური ვითარება. კარგად შეაფასონ საკუთარი რესურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ. 200 კაცის მუშტების ბრახუნი არის საშიში იმ 200-ვე კაცისთვის. იმიტომ, რომ რესურსი როდესაც არ გაქვს, უნდა შეეგუო იმას, რომ მიილევი საბოლოოდ“.

განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ. 2019 წელი, 29 ნოემბერი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin