კობახიძე:  “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული შედეგი არის მთლიანად აცდენილი რეალობას
- CopyPaste -

კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული შედეგი არის მთლიანად აცდენილი რეალობას

“დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით შესრულებული კვლევები იყო აცდენილი სინამდვილეს და ამომრჩევლის მხარდაჭერას. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ამჯერად გამოქვეყნებული შედეგი არის მთლიანად აცდენილი რეალობას ყველა ნაწილში, როგორც ვაშაძის ნაწილში, ასევე ზურაბიშვილის ნაწილში და ასევე ბაქრაძის ნაწილში და ასევე ნათელაშვილის ნაწილში. ყველა ნაწილშია აცდენილი რეალობას და რაც შეეხება “ქართული ოცნების” მიერ დაკვეთით შესრულებულ და გამოქვეყნებულ ყველა შედეგს, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ის ასახავს საზოგადოების განწყობას. ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყოველთვის, 2012 წლიდან, როცა ზუსტად მოვახდინეთ შედეგების პროგნოზირება, იგივე გავაკეთეთ 2016-2017 წელს და ა.შ. საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ არასდროს არ ვცდებით ჩვენი პროგნოზების გაკეთებაში.”

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 2018 წელი, 25 ოქტომბერი.

 
 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin