მარგველაშვილი: მე ვნატრობ იმ დღეს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები
- CopyPaste -

მარგველაშვილი: მე ვნატრობ იმ დღეს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები

”რუსეთთან რა პოლიტიკა ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს არის ჩემი აზრით სწორი, ჩვენ ვამბობთ, გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს, რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს – მოდით თქვენ თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით – რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან და ჩვენ მოვალთ, დავსხდებით და ვისაუბროთ. სულ ვამბობ – მე ვნატრობ იმ დღეს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ მის ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რუსულ ოჯახს პერმში იქნება, თუ მოსკოვში იქნება, თუ პეტერბურგში. აი, აქედან გამომდინარე თუ დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, ამას ქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა, იმიტომ რომ ესე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი ან საფრანგეთის პრეზიდენტი, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.”

ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. 2018 წელი, 16 მაისი.  

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin