მარგველაშვილი: როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას იწყებ, ეს არის პრობლემა
- CopyPaste -

მარგველაშვილი: როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას იწყებ, ეს არის პრობლემა

“როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას იწყებ იმიტომ, რომ პრობლემა გაქვს პოლიტიკოს მარგველაშვილთან, კონსტიტუციას რომ ცვლი, ესაა პრობლემა. როცა პრობლემა გაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილთან და არ მოდიხარ უშიშროების საბჭოზე და მერე საერთოდ აუქმებ ამ ორგანოს და ამბობ, რომ მე უშიშროების საბჭო არ მჭირდება, ეს არის ტრაგედია. 20 ივნისის შემდეგ, პუტინმა ორი უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც, მათ შორის, საქართველოს საკითხი განიხილებოდა. საქართველოში ის ახალი ორგანო ერთხელაც არ შეკრებილა“.

განაცხადა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში. 2019 წელი, 17 ოქტომბერი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin