მაჭავარიანი: ანაკლიის პროექტში, უსაფრთხოების გარდა, უნდა იყოს ბიზნეს კომპონენტიც
- CopyPaste -

მაჭავარიანი: ანაკლიის პროექტში, უსაფრთხოების გარდა, უნდა იყოს ბიზნეს კომპონენტიც

„ანაკლიის პორტს აქვს სრული მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. ერთადერთი რაც დარჩა და რაზეც ჩვენ თავს ვიკავებთ, არის ტვირთების დაზღვევა. ეს უკვე პრაქტიკულად, უშუალოდ ბიზნეს მოდელში შესვლაა და მთელი ბიზნეს რისკების მთავრობაზე გადმოტანაა.

ორ პორტზე საუბარს რაც შეეხება, საერთოდ არავინ დაუბნევია, იმიტომ, რომ მეორე პორტის თემა, ერთ დღეში წამოიჭრა და იმ დღესვე გაქრა. შესაბამისად, ნურავინ იტყვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ამდენი წელია გრძელდება, ის ერთდღიანი ნებართვა, რომელიც იმ დღესვე გაუქმდა ვიყენებთ დიდ ამბათ, თითქოს რაღაცა მოხდა.

ანაკლიის პროექტში, უსაფრთხოების გარდა, უნდა იყოს ბიზნეს კომპონენტიც. არ შეიძლება, რომ ამხელა პორტი 100%-თ უსაფრთხოების მოტივაციით კეთდებოდეს. იქ ბიზნეს ელემენტიც უნდა არსებობდეს.“

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ჟურნალისტებთან საუბარში. 2019 წელი, 16 ივნისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin