მაჭავარიანი: ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა
- CopyPaste -

მაჭავარიანი: ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა

“ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა არაერთხელ ვთქვით, იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, არის კოორდინაცია, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. მე მჯერა, ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას“.

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. 2019 წელი, 27 სექტემბერი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin