მაჭავარიანი: ყაზტრანსგაზის მენეჯმენტის დროული ცვლილებით შეიძლება აგვერიდებინა მსგავსი ტრაგედია
- CopyPaste -

მაჭავარიანი: ყაზტრანსგაზის მენეჯმენტის დროული ცვლილებით შეიძლება აგვერიდებინა მსგავსი ტრაგედია

„კომპანია [ყაზტრანსგაზი] სწორ გზაზე დადგა, დარწმუნებული ვარ მენეჯმენტის ცვლილება ადრე რომ მომხდარიყო, შეიძლება ასეთი ტიპის ტრაგედია [დიდი დიღმის] აგვერიდებინა თავიდან. გარანტია არაა, რომ ავირიდებდით, გასარკვევია ჯერ კიდევ, რა მოხდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ასეთი მნიშვნელობის კომპანიები, რაც შეიძლება მალე უნდა მოექცნენ სწორი მენეჯმენტის ხელში. კომპანია, რომელიც ასე მოიქცა, იყო “თელასი.“

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში, კომპანია „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით. 2019 წელი, 19 იანვარი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin