მაჭავარიანი: შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ლარი წამოვა ქვევით
- CopyPaste -

მაჭავარიანი: შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ლარი წამოვა ქვევით

“შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს მოხდება უახლოეს დღეებში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაითარგმნა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება.“

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანემ მაჭავარიანმა. 2019 წელი, 31 ივლისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin