მაჭავარიანი: ჭარბვალიანობამ და სიდუხჭირემ გამოიწვია მთავრობის გადადგომა
- CopyPaste -

მაჭავარიანი: ჭარბვალიანობამ და სიდუხჭირემ გამოიწვია მთავრობის გადადგომა

“უფრო კონკრეტიკას მოველოდი თქვენს მოხსენებაში, კერძოდ იმ თემებზე საუბარს, რამაც ჭარბვალიანობის გამო ასეთ სიდუხჭირეში ჩააგდო ჩვენი მოსახლეობა და რაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მთავრობის გადადგომის მიზეზი გახადა. ჩვენ, როდესაც იმ კანონებს ვიხილავდით, რასაც ვიღებდით, ხშირად გვქონდა თქვენი დასკვნები, რომ ეს არ გამოიწვევდა ინფლაციას, თუნდაც ბენზინზე აქციზის, მოგების გადასახადზე მომატებით… მე, კონკრეტულად მაინტერესებს, რა არის თქვენი პასუხისმგებლობა იმაში, რაც მოხდა და როგორ იზიარებთ ამას?”

განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენაზე, უმრავლესობის დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, ენძელა მაჭავარიანმა. 2018 წელი, 28 ივნისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin