მათიკაშვილი: ქართული ოცნება დაეხმარება საზოგადოებას, რომ ნაციონალური მოძრაობა გაქრეს პოლიტიკიდან
- CopyPaste -

მათიკაშვილი: ქართული ოცნება დაეხმარება საზოგადოებას, რომ ნაციონალური მოძრაობა გაქრეს პოლიტიკიდან

„რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და მის დახმარებას, „ქართული ოცნების“ დახმარება იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს ქართული პოლიტიკური სივრციდან, ეს არის იმ პოლიტიკის წარმოება, რასაც ვაწარმოებთ, ეს არის სწორად სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, ეს არის კიდევ ერთხელ დანახება საზოგადოებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის თუ რეალურად რა ძალას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მკვეთრად განსხვავებული მიდგომები თუნდაც ადამიანის მიმართ რაც არის ამოსავალი წერტილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და ამას ვერავინ უარჰყოფს თუნდაც საყოველთაო დაზღვევიდან გამომდინარე, რაც პრიორიტეტულია ქვეყანაში და ასევეა პრიორიტეტული ადამიანი. ეს არის დახმარება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების, რომ მარგინალური პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ყოველგვარ ფარგლებს გაცდენილი ძალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, აღარასოდეს დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, იმიტომ რომ, ეს კატასტროფის მომასწავებელი იქნება.“

განაცხადა პარლამენტის წევრმა ქართული ოცნებიდან, დავით მათიკაშვილმა, დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ გუშინ ლიეჟში გამართულ კონტრაქციის შესახებ. 2019 წელი, 11 თებერვალი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin