მეუფე იობი: ვისაც ძალაუფლება აქვს სიმდიდრიდან და პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე, ის აკეთებს ყველაფერს რაც სურს
- CopyPaste -

მეუფე იობი: ვისაც ძალაუფლება აქვს სიმდიდრიდან და პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე, ის აკეთებს ყველაფერს რაც სურს

“ყველამ ვიცით, რომ დღეს საქართველოში ვისაც ძალაუფლება აქვს, გინდა სიმდიდრიდან გამომიდინარე, გინდაც პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე, ის აკეთებს ყველაფერს რაც სურს… მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც, რომ ვითომ ჩვენ დავესხით რუსეთს თავს, ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა. ერთი რამ  ვთქვი და გავიმეორებ, საღი აზროვნების ადამიანი არის იშვიათი, ეს ეხება ერსაც და პიროვნებებსაც, ნებისმიერი არჩევნები დიაგნოზს სვავს ერზე თუ ვის აირჩევს. კითხვა ისმის: საერთოდ არჩევნები ტარდება? რასაც არჩევნები ქვია? აი ამათ უკან ვიღაცა ხომ არ დგას ვისაც სურვილი აქვს გაიყვანოს ის ვინც მათ ჭირდებათ? აი ესეთი წარმოდგენა გვექმნება. ვფიქრობ არ ხდება ხალხის არჩევით არჩევნები, ამიტომ დაკარგა ხალხმა არჩევნებისადმი დამოკიდებულება და იგნორირებულია საერთოდ არჩევნები, გარდა იმათი ვინც სახელისუფლებო წრეებს წარმოადგენს, ვისაც სამსახურები აქვთ, რათა გაიხანგრძლივონ თავიანთი პირობები მომავალ ხელისუფლებაში. საერთოდ მარიონეტების თეატრს დაემსგავსა ხელისუფლებაც და ყველაფერი, აი თოჯინების თეატრში როგორცაა ვიღაც, რომ ამოქმედებს თოჯინებს. ჩვენთან ხომ ვიცით ვინცაა? იმ პიროვნებას ვინ ამოქმედებს ისაა საკითხავი, ფინანსები, რომ მან არ დაკარგოს სადმე რაღაცა გავლენები, ფინანსები მოიხვეჭოს და ყველაფერზე მიდის, რომ ვიღაცის ნაკარნახევი შეასრულოს საქართველოში.”

განაცხადა მეუფე იობმა, ლევან ჩხაიძის დღის ამბებში. 2018 წელი, 24 სექტემბერი.

 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin