მიქელაძე: რატომ აქვთ სამეთვალყურეო საბჭოებში ამ ხალხს ამხელა ხელფასები?!
- CopyPaste -

მიქელაძე: რატომ აქვთ სამეთვალყურეო საბჭოებში ამ ხალხს ამხელა ხელფასები?!

”მე მაინტერესებს ერთი რამ: წელიწად ნახევარია ვაყენებ ამ საკითხს, რომ ამ ქვეყანაში, ჩვენ, გვაქვს სამეთვალყურეო საბჭოები სახელმწიფო შპს-ებში… ერთი არ შეიძლება? ან ფინანსთა სამინისტრომ ან აუდიტის სამსახურმა შევისწავლოთ, რატომ აქვთ ამ სამეთვალყურეო საბჭოებში ამ ხალხს აი ამხელა ხელფასები და ამ ორგანიზაციების 70 %-ში კატასტროფული მდგომარეობაა. რატომ უნდა ჰქონდეს გიორგი კვირიკაშვილზე, ქვეყნის პრეზიდენტზე მეტი ხელფასი ვიღაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრს?

ჩვენ ქვეყანაში არის მარეგულირებელი კომისიები… აი მერი ჩვენი მერი (ნარმანია) რომელიც აირჩიეს იქ… მარეგულირებელ კომისიებში სულ მცირე როგორც მე ვხედავ არის 10.000 ლარი ხელფასი. და ამას წინათ წავიკითხე, საქართველოს გადამცემი ხაზების ხელმძღვანელს აქვს ყველაზე დიდი ხელფასი – 49.000 ლარი. რკინიგზის მემანქანეს, რომელსაც ჩაბმული აქვს 45 ვაგონი და მოაქვს ”კერასინის ცისტერნები”, უნდა გამოიაროს დიდუბე და აქვს 1500 ლარი. სამტრედიაში ბაქანი ვერ აგვიშენებია 180.000 ლარი ჯდება. წამოწოლილები არიან და იღებენ ამხელა ხელფასს.”

განაცხადა საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე, უმრავლესობის წევრმა ფრაქცია ქართული ოცნებიდან გრიგოლ მიქელაძემ. 2018 წელი, 8 ივნისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin