მთვრალაშვილი: საწვავის კომპანიები მიმდინარე ეტაპზე ზარალზეც გადიან
- CopyPaste -

მთვრალაშვილი: საწვავის კომპანიები მიმდინარე ეტაპზე ზარალზეც გადიან

„დღეს ლარი გაუფასურებულია დოლართან მიმართებაში და ეს გაუფასურება ისტორიულ მაჩვენებელზეა. ეს არის უმთავრესი ფაქტორი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისტორიულად ყველაზე მაღალი, მთლიანობაში 8-12 თეთრით არის გაძვირებული. სამომავლო პერსპექტივა არის საკმაოდ ბუნდოვანი. გაზრდილი ფასი პირდაპირ დაკავშირებულია საწვავის გაყიდვების შემცირებასთან. საწვავის კომპანიებიც მიმდინარე ეტაპზე, რიგ შემთხვევებში ზარალზეც გადიან. საუბარი იმაზე, რომ ეს კომპანიები რაღაც მოგებას ნახულობენ არ არის მართალი.“

აღნიშნული განცხადება, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილმა კურიერის ჟურნალისტთან გააკეთა. 2019 წელი, 20 ივლისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin