ნაცვლიშვილი: დამსაქმებელი ამ ქვეყნის განვითარებაში დღესდღეისობით არ მონაწილეობს
- CopyPaste -

ნაცვლიშვილი: დამსაქმებელი ამ ქვეყნის განვითარებაში დღესდღეისობით არ მონაწილეობს

„დღესდღეისობით დამსაქმებლებმა მიმართეს ძალიან ცუდ ხერხს, ესე იგი ამ 2%-ს აკისრებენ არა თავიანთ თავს, ანუ მოგებიდან კი არ იკლებენ, არამედ შესაბამისად 2%-თ ნაკლებს უხდიან დასაქმებულებს, რომ ის 2% მათი ჯიბიდან არ წავიდეს. ეს არის ძალიან სამწუხარო პრაქტიკა. დამსაქმებელი ამ ქვეყნის განვითარებაში დღესდღეისობით კონკრეტულად რომ ვთქვათ, არ მონაწილეობს, ის მონაწილეობს მხოლოდ და მხოლოდ თავისი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და გაზრდაში. რაც არის სამწუხარო, რადგანაც დამსაქმებელიც ამ ქვეყნის ნაწილია.“

ამის შესახებ ისაუბრა პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქმიანი დილის ეთერში და განაცხადა, რომ პარლამენტი იწყებს ალტერნატიული საპენსიო რეფორმის განხილვას. 2019 წელი, 8 თებერვალი. 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin