პაპაშვილი: ახალგაზრდობას ყველანაირი მოტივი აქვს, რომ გავიდეს საზღვარგარეთ
- CopyPaste -

პაპაშვილი: ახალგაზრდობას ყველანაირი მოტივი აქვს, რომ გავიდეს საზღვარგარეთ

„იზრდება გზავნილები საზღვარგარეთიდან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა და ასე ვთქვათ “დამრტყმელი ძალა” გადის გარეთ და იქ მუშაობს. თუ მე ვუნიშნავ აქ 1000 ლარს ხელფასს, თუნდაც სოფლად და მას შეუძლია 1000 ევრო მიიღოს. ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა, თითქმის სამჯერ მეტია. ამდენად ყველანაირი მოტივი აქვს, რომ გავიდეს საზღვარგარეთ. ამიტომ მე უფრო ადგილობრივი მეწარმის ხელშეწყობისკენ ვარ. თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეთანხმებიან ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, მაშინ კეთილი ინებონ და დაასუბსიდირონ ადგილობრივი წარმოება, რომ მოსახლეობა დარჩეს ქვეყანაში.“

განაცხადა ბიზნესასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა. 2019 წელი, 13 მაისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin