პაპუაშვილი: მოლაპარაკების მაგიდასთან შენ უნდა იჯდე და არა ვიღაც ფორმატები
- CopyPaste -

პაპუაშვილი: მოლაპარაკების მაგიდასთან შენ უნდა იჯდე და არა ვიღაც ფორმატები

“უარესს ვიტყვი, საქართველომ კი არ დაბომბა და დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ ომი, ამ მოღალატემ [სააკაშვილი] პროვოკაციაში ჩააგდო ქვეყანა და თავი მოგვჭრა ჩვენ პარტნიორებთან. თავისი ტყუილებით, თავისი დაპირებებით, ქურდობით და ქურდბაცაცობით, შეურყია ქვეყანას იმიჯი. ნებისმიერ ინსტანციაში საკითხი ასე დაისმევა: რუსეთი არის აგრესორი, რომელმაც ამ ავადმყოფი, მოღალატე ხელისუფლების ქმედება გამოიყენა ისე, რომ თანამონაწილედ გაიხადა ეს სააკაშვილი. უფრო რთული სამუშაოა გასაწევი, ვიდრე ბანერების რყევა, ვიდრე პლაკატები, რომ პუტინი ესაა… ვიდრე ის, რომ ოკუპანტი და მოღალატეა რუსეთი. გაცილებით უფრო სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ, გაბუტვას არაფერი სიკეთე არ მოუტანია, გაბუტვას არც ჭკუა უნდა, არც ფინანსები, არც მენეჯმენტი… მტერს, რომ თვალებში ჩახედავ, აი ამას ჭირდება შნო. როდესაც შენ ტერიტორიაზეა საუბარი, შენ ოჯახზეა ლაპარაკი, შენ ოჯახში მოლაპარაკების მაგიდასთან შენ უნდა იჯდე და არა ვიღაცა სხვადასხვა ფორმატები.

განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა, ნინო ჟიჟილაშვილის პოლიტმეტრში. 2018 წელი,19 სექტემბერი.

 

 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin