პეტრიაშვილი: ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას
- CopyPaste -

პეტრიაშვილი: ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას

“ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ამას სჭირდება მუშობა, ისეთ მხარდამჭერებთან როგორიც არის რასმუსენი, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საფრანგეთის, გერმანიის პრეზიდენტთან. სხვა შემთხვევაში, ეს დარჩება ინაშვილის თუ სხვა პოლიტიკოსების განხილვის ამარა და ასე დამთავრდება, თუკი ხელისუფლება არ აიღებს ამ დროშას ხელში. თუ ხელისიფლება გადაწყვეტს, მას ექნება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის იმ 77%-სგან, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას. კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ პროპაგანდისტებს, რომლებიც იმ წამიდანვე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველოს სთავაზობენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატო-ში გაწევრიანებას. თან ეს ყველაფერი რუსულ ენაზე გადაითარგმნა. ეს არის მტკნარი სიცრუე და პროპაგანდისტული ხრიკი. თუ გვინდა, რომ შეჩერდეს დღეს ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების შემდგომი ოკუპაცია, წამება, მოტაცება, მკვლელობა და სულ იმის შიშში არ ვიყოთ, რას იტყვის მოსკოვი, ეს მარჩიელობა რომ დამთავრდეს, ზუსტადაც არის მნიშვნელოვანი გადაიდგას პრინციპული და კონკრეტული ნაბიჯები. თავისით კარს არავინ შემოგვიმტვრევს”.

განაცხადა საქმიანი დილის ეთერში, ალექსი პეტრიაშვილმა. 2019 წელი, 11 სექტემბერი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin