პომპეო: აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას
- CopyPaste -

პომპეო: აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას

“რუსეთის საქართველოში შეჭრიდან ათი წელი სრულდება. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის ძალისმიერი შეჭრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის მთავარ პრინციპებს და ჰელსინკის აქტს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ყველა ვალდებულება, დააბრუნოს ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტი, უზრუნველჰყოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა.

2016-ის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა დაადასტურა ევრო-ატლანტიკური არჩევანი, მათ შორის საქართველოს ნატოში სამომავლო წევრობაც. ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის დეკლარაციას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ვიცით, რომ ღია საზოგადოება ძლიერ ეკონომიკასთან ერთად საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. კანონის უზენაესობის დაცვა დამოუკიდებელ სასამართლოსთან ანგარიშვალდებულ მთავრობასთან  და დაცულ პლურალიზმთან ერთად დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია. დემოკრატია რომ უფრო მყარი გახდეს, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს შექმნას შესაძლებლობა, რომ ყველა ხმა იყოს მოსმენილი პოლიტიკაში, მედიაში და გააძლიეროს ძალაუფლების გადაწყვეტილება და კონტროლი სამთავრობო ინსტიტუტებში”.

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრის შემაჯამებელ ბრიფინგზე.  2018 წლის 21 მაისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin