ქობულია: არასდროდ მითქვამს, რომ ხალხს არ უჭირს საქართველოში
- CopyPaste -

ქობულია: არასდროდ მითქვამს, რომ ხალხს არ უჭირს საქართველოში

“ერთია, რომ რაღაცას იტყვი და რაღაცას გულისხმობ და სხვანაირად გაიგეს. ზუსტად ვთქვი შემდეგი: საქართველოში არის საოცარი გასაჭირი და ხალხს საოცრად უჭირს. ერთადერთი, რაც მე ვთქვი, რომ რადგანაც ხალხს ასე უჭირს, იმისგან, რომ დღეს არ უჭირს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა გუშინ, ამ ხალხის სიტუაცია არ იოლდება. ვისაც აქვს ამაზე კითხვა ან პრეტენზია, შემიძლია დავუჯდე და სახალხოდ, დეტალურად გავურჩიო, მაგრამ ვისაც ექნება ამაზე პრეტენზია, არ ვურჩევ ამ საკითხზე ჩემთან დაჯდომას.“

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე. 2018 წელი, 25 დეკემბერი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin