ქობულია: რეალურად ეს არ არის კრიზისი, ეს არის ყველაფერი ამოწოვილი
- CopyPaste -

ქობულია: რეალურად ეს არ არის კრიზისი, ეს არის ყველაფერი ამოწოვილი

“ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, რეალურად არ არის კრიზისები. ეს არის ყველაფერი ამოწოვილი. ეს არამარტო იმისთვის კეთდება, რომ არჩევნებია, არჩევნებისთვის, ამის ძირითადი საფუძველი და ფუნდამენტალური პრობლემა არის ჩვენი ხალხის გასაჭირი, ჩვენ ხალხს უჭირს. ხალხს როცა უჭირს, რა თქმა უნდა უკმაყოფილებაა, ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ამიტომ, ჩვენ ასეთი ტიპის კრიზისები, რომელიც რეალურად კრიზისი არ არის, რომ გავასწოროთ, მაგისი ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება. აი გადახედეთ ასეთი რაღაცეები ხდება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია? იმიტომ, რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცეებს არ გამოეკიდება.”

განაცხადა ეკონომიკის მინსტრმა, გიორგი ქობულიამ, რუსთავი 2-ს ჟურნალისტთან საუბარში. 2018 წელი, 18 ოქტომბერი.

 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin