ქუცნაშვილი: ცვლილებებია გასატარებელი, ამიტომაც მივესალმე ბახტაძის კანდიდატურას
- CopyPaste -

ქუცნაშვილი: ცვლილებებია გასატარებელი, ამიტომაც მივესალმე ბახტაძის კანდიდატურას

”თვისობრივი ცვლილებებია გასატარებელი და ამიტომაც მივესალმე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას. ის არ მოდის პოლიტიკური წრეებიდან, სულ რამდენიმე თვეა, რაც პოლიტიკაში ჩაება ეს პიროვნება. ის არ იყო ჩართული პოლიტიკაში, არც პარტიულ პოლიტიკაში, არც სახელმწიფო პოლიტიკაში. იყო კერძო სტრუქტურის ხელმძღვანელი. ამიტომ თვისობრივი ცვლილებები ჭირდება ქვეყანას, რომ მოქალაქეებმა და ქართულმა ოჯახებმა იგრძნონ ის სიკეთეები, რაც ეკონომიკურ ციფრებში ძალიან კარგად გამოიყურება.”

განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა, ფრაქცია ქართული ოცნებიდან, ზაქარია ქუცნაშვილმა. 2018 წელი, 15 ივნისი.   

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin