რასმუსენი: საქართველო NATO-ს თითქმის ყველა პუნქტს აკმაყოფილებს
- CopyPaste -

რასმუსენი: საქართველო NATO-ს თითქმის ყველა პუნქტს აკმაყოფილებს

“უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ასპექტი, ამ შემთხვევაში აფხაზეთი და ოსეთის რეგიონი. თუ ჩვენ ერთ დღეს ჩავთვლით, რომ საქართველო მზადაა შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მე-5 მუხლი იქნება კვლავ სანდო ინსტრუმენტი, რადგან ეს მოითხოვს, ალიანსი დაეხმაროს საქართველოს. პრობლემას წარმოადგენს მოუგვარებელი საზღვრის დავა, როდესაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვსაუბრობთ. ჩემი აზრით, უნდა გაგრძელდეს დისკუსიები ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე, აქვს თუ არა საქართველოს მზაობა, მოიცვას მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორიები, რომელიც კონტროლდება საქართველოს სახელმწიფოს მიერ. საქართველო NATO-ს თითქმის ყველა პუნქტს აკმაყოფილებს, თუმცა საზღვარი მაინც პრობლემად რჩება. პუტინის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, გახდება თუ არა საქართველო NATO-ს წევრი. ეს გადაწყვეტილება NATO-მ და საქართველომ ერთობლივად უნდა მიიღონ.“

განაცხადა #Tbilisiconf-ზე, ანდერს ფოგ რასმუსენმა. 2019 წელი, 10 სექტემბერი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin