შავგულიძე: ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე
- CopyPaste -

შავგულიძე: ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე

„ჩვენ, ორმა პოლიტიკური პარტიამ – ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა, გადავწყვიტეთ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე, ამომრჩევლის წინაშე. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს, როგორებიცაა – ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა; სამართლის უზენაესობის დამკვიდრება; ხელისუფლების შტოებს შორის, კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება; ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული, მცირე მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით; ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა; ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელება. ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ვიხედებით მომავლისკენ.’’

ამის შესახებ ისაუბრა ბლოკი ევროპული საქართველო- თავისუფალი დემოკრატების, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე. 2019 წელი, 21 მარტი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin