ჭიაბერაშვილი: ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ქრონიკული შიმშილია
- CopyPaste -

ჭიაბერაშვილი: ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ქრონიკული შიმშილია

“დღეს უცხოური ინვესტიციების ქრონიკული შიმშილია ქვეყანაში. ეს არის ყველაზე მთავარი დიაგნოზი, რის გამოც ლარი ეცემა და საბოლოო ჯამში, გადაიზრდება ფასების ზრდაში. ინვესტიციები არ შემოდის, რადგან არავის აქვს განცდა, რომ მთავრობას აქვს სწორი ეკონომიკური ხედვა და ამ ქვეყანაში ფულის დაბანდება ღირს და მეორე, ფული რომ დააბანდოს აქ სამართლიანი სასამართლოა და მისი ინვესტიცია დაცული იქნება. რასაც ჩვენ ვისმენდით გახარიასგან ან სხვა ნებისმიერი მინისტრისგან, ეს აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაშიც ჩვენი საზოგადოება ცხოვრობს. მთავარი გამოსავალია, ბიზნესს მიეცეს განვითარების საშუალება სამი კომპონენტით: სამართლიანი სასამართლო, ნაკლები რეგულაცია და ნაკლები გადასახადები”.

განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქმიანი დილის ეთერში. 2019 წელი, 9 სექტემბერი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin