ჭყონია: მერამდენედ უნდა მოგმართოთ, ძვირფასო მთავრობავ
- CopyPaste -

ჭყონია: მერამდენედ უნდა მოგმართოთ, ძვირფასო მთავრობავ

„მერამდენედ უნდა მოგმართოთ, ძვირფასო მთავრობავ; მცირე და საშუალო ბიზნესი თუ არის თქვენთვის მთავარი, რომელიც გიხდით თქვენ ფულს გადასახადებით, მათ ექმნება ძალიან სერიოზული პრობლემები. ის ვარაუდები, რასაც ეროვნული ბანკი გვეუბნება არასწორია. გარდა ამისა, როდესაც საუბრობენ ექსპერტების არკომპეტენტურ განცხადებებზე პანიკას იწვევსო, ვთვლი, რომ როცა მთავრობა მაღალ დონეზე დგას, ექსპერტების განცხადებებმა პანიკა არ უნდა გამოიწვიოს. როდესაც ვსაუბრობთ 200-დან 300 მილიონ დოლარიან დანაკარგზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოგვიცხადა ნაწილობრივ ემბარგო. თავად ეს განცხადება უკვე პანიკის მომცველია. თუ ასეთი შოკია, ამ შემთხვევაში უფრო მყარად უნდა იდგეს ეროვნული ბანკიც და მთავრობაც და ერთობლივად უნდა იმუშაონ, ერთბლივი განცხადება უნდა გააკეთონ. თქვენ ბოლოს გინახავთ, კობა გვენეტაძის მიერ გაკეთებული განცხადება?“

განაცხადა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ საქმიანი დილის ეთერში. 2019 წელი, 23 ივლისი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin