თურნავა: ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით „ტავ ჯორჯიას“
- CopyPaste -

თურნავა: ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით „ტავ ჯორჯიას“

“ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი სერვისი მიაწოდოს. დღეს დავათვალიერე ორივე ტერმინალი და უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კვლავაც ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ჩვენ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით “ტავ ჯორჯიას”. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ “ტავ ჯორჯია” ამჩნევს ამ პრობლემებს და დროულად უზრუნველყოფს მათ გამოსწორებას. მივეცი გარკვეული ვადა „ტავ ჯორჯიას“. ამ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვეწვევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და გადავამოწმებ რამდენად ხდება პრობლემების აღმოფხვრა”.

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ “ტავ ჯორჯია”-ში ვიზიტის შემდეგ. 2019 წელი, 28 ოქტომბერი. 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin