თურნავა: მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ
- CopyPaste -

თურნავა: მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ

“თქვენ კარგად ხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, მათ შორის ჩემი უწყება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესმა, დასაქმებულებმა, ქართულმა წარმოებამ, ქართულმა ეკონომიკამ ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი. არ დაფრთხენ ინვესტორები, არ დაფრთხენ კომპანიები და პროცესი გაგრძელდეს წარმატებით და ეკონომიკა განვითარდეს. ამას წარმატებულად ვახერხებთ. თქვენ ხედავთ, რამხელა ინტერესია თუნდაც პრივატიზაციის მიმართ, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ. გპირდებით, რომ ეკონომიკა კვლავ მაღალი ტემპით განვითარდება”.

განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე. 2019 წელი, 5 დეკემბერი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin