10 ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებგვერდი მსოფლიოში

10 ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებგვერდი მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ვებგვერდებიდან, ყოველთვიური ტრეფიკის გათვალისწინებით, საწყის პოზიციებზე Alphabet-ისა და Meta-ს პროდუქტებია წარმოდგენილი. თუმცა მათ ეწევიან ბაზრის შედარებით ახალი მოთამაშეები, მათ შორის ChatGPT. ხელოვნური ინტელექტის ყველაზე პოპულარული პლატფორმა, გლობალურად 566 მილიონი უნიკალური თვიური ვიზიტორით,  პოპულარულ ვებგვერდებს შორის მეცხრე პოზიციაზეა.

ქვემოთ წარმოდგენილი რეიტინგი, რომელიც მსოფლიოში ათ ყველაზე მონახულებად ვებგვერდს აერთიანებს, Datareportal-ის გამოყენებითა და SEMRush-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გლობალურ მასშტაბზე, ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებგვერდი, 6.3 მილიარდი ყოველთვიური უნიკალური ვიზიტორით, Google-ია. ამ მონაცემებით, Google თითქმის ორჯერ აღემატება მეორე ყველაზე მონახულებად ვებგვერდს – YouTube-ს, რომელსაც 3.6 მილიარდი თვიური უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

არსებული შედეგების მიუხედავად, Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი, ონლაინძიების ქსელებში მონოპოლიის გამო, რიგ სამართლებრივ დავებშია. მათ შორის მარეგულირებელი ორგანოები Apple-თან არსებულ კონტრაქტსაც იკვლევენ. Google-სა და Apple-ს ექსკლუზიური შეთანხმება აქვთ, რომლის მიხედვითაც, Apple-ის მოწყობილობებში ავტომატური საძიებო სისტემა სწორედ Google-ია. ხელშეკრულების ფარგლებში Google-ი Apple-ს ყოველწლიურად $20 მილიარდს უხდის.

რეიტინგის თანახმად, ყოველთვიურად 91 მილიონი აქტიური მომხმარებლით, მსოფლიოში მეექვსე ყველაზე მონახულებადი ვებგვერდი Reddit-ია. 2024 წლის პირველ ნახევარში, პლატფორმაზე 5.3 მილიარდი პოსტი განთავსდა – 21%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით. აქვე საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც Instagram-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ვებგვერდებს შორის მეხუთეა, მისი ჩინური კონკურენტი, TikTok-ი, 2.5 მილიარდის თვიური ტრაფიკით, მხოლოდ მეოცე ადგილს სჯერდება.

წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებგვერდების ათეულს (თვიური ტრაფიკისა და ყოველთვიური უნიკალური ვიზიტორების მიხედვით):

ვებგვერდითვიური ტრაფიკიუნიკალური თვიური ვიზიტორები
Google136 მილიარდი6.3 მილიარდი
YouTube72.8 მილიარდი3.6 მილიარდი
Facebook12.7 მილიარდი2.0 მილიარდი
Wikipedia6.9 მილიარდი1.5 მილიარდი
Instagram6.8 მილიარდი1.5 მილიარდი
Reddit6.0 მილიარდი1.0 მილიარდი
Pornhub5.3 მილიარდი928 მილიონი
Bing5.2 მილიარდი679 მილიონი
ChatGPT4.8 მილიარდი566 მილიონი
X4.3 მილიარდი842 მილიონი

მონაცემები ასახავს 2024 წლის ნოემბრამდე მდგომარეობას.