10 ყველაზე უსაფრთხო (და ნაკლებად უსაფრთხო) ქვეყანა 2025 წელს

10 ყველაზე უსაფრთხო (და ნაკლებად უსაფრთხო) ქვეყანა 2025 წელს

მსოფლიოში მზარდი კონფლიქტების მიუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის 73% ღამით საკუთარ ქვეყანაში მარტო სეირნობისას თავს უსაფრთხოდ გრძნობს. უფრო მეტიც, ეს მაჩვენებელი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალია. მაგალითად, 2006 წელს უსაფრთხოების გლობალური აღქმა 63%-ს შეადგენდა, რაც წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა.

Gallup-ის 2025 წლის გლობალური უსაფრთხოების ანგარიშის მიხედვით, სინგაპური მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული, რასაც დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი და კანონისა და წესრიგის მაღალი ხარისხი უწყობს ხელს. უფრო კონკრეტულად, სინგაპურში თავს უსაფრთხოდ ქვეყნის მოსახლეობის 98%  გრძნობს, მათ შორის ქალების 97%.

ამის საპირისპიროდ, უსაფრთხოების აღქმის კუთხით, აშშ-ში გენდერული სხვაობა 26 პროცენტულ პუნქტს შეადგენს, სადაც ქალების მხოლოდ 58% გრძნობს თავს უსაფრთხოდ.

აღსანიშნავია, რომ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა უსაფრთხოების აღქმის მხრივ მაღალი რეიტინგით სარგებლობს, მათ შორის პირველ ათეულში არიან ტაჯიკეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ნორვეგია, რომელიც სიაში მერვე ადგილს იკავებს, ათეულში ერთადერთი ევროპული ქვეყანაა.

მეორე მხრივ, სამხრეთი აფრიკა მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა. მოქალაქეები ძარცვის ან თავდასხმის მაღალი რისკის წინაშე დგანან, არაეფექტიანი საპოლიციო სისტემისა და ქვეყნის ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით. ლათინურ ამერიკაში უსაფრთხოების ყველაზე დაბალი აღქმა ჩილეში აქვთ, რომელსაც ეკვადორი მოსდევს.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები% მოსახლეობის, რომელიც ღამით მარტო სეირნობისას თავს უსაფრთხოდ მიიჩნევსყველაზე ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნები% მოსახლეობის, რომელიც ღამით მარტო სეირნობისას თავს უსაფრთხოდ მიიჩნევს
სინგაპური98ჩადი41
ტაჯიკეთი95მიანმარი41
ჩინეთი94ესვატინი40
ომანი94ზიმბაბვე40
საუდის არაბეთი93ჩილე39
ჰონგ-კონგი91ეკვადორი38
ქუვეითი91ლიბერია37
ნორვეგია91ბოტსვანა34
ბაჰრეინი90ლესოტო34
არაბთა გაერთ. საამიროები90სამხრეთი აფრიკა33