11 თვეში საქართველოში მოქმედი ბანკების მოგებამ ₾3 მილიარდს მიაღწია

11 თვეში საქართველოში მოქმედი ბანკების მოგებამ ₾3 მილიარდს მიაღწია

2025 წლის 11 თვეში საქართველოში მოქმედი კომერციულის ბანკების მოგებამ 2.98 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

თითქმის 1.5 მილიარდი ლარის მოგებით პირველ ადგილს საქართველოს ბანკი იკავებს. მაჩვენებელი წლიურად 7%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზე კი თიბისი ბანკია, რომელმაც მიმდინარე წლის 11 თვეში 1.1 მილიარდ ლარზე მეტი მოგება მიიღო. თიბისის შემთხვევაში მაჩვენებელი წლიურად 3%-ით გაიზარდა. მესამე პოზიციაზე ლიბერთი ბანკია, რომლის მოგებამ საანგარიშო პერიოდში 115 მილიონი ლარი შეადგინა, წლიურ ჭრილში 12%-ით მეტი.

იხილეთ ასევე: ტოპ-10 ბანკი საკრედიტო პორტფელის ზრდის მიხედვით

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 11 თვეში ზარალზე ოთხი კომერციული ბანკია. საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი, 54.8 მილიონი ლარის ზარალი კი ვითიბი ბანკმა განიცადა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბანკს 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გამო ოპერირება ფაქტობრივად შეჩერებული აქვს. 22.6 მილიონი ლარის ზარალი აქვს სილქ ბანკს, ჰეშბანკის ზარალი 10 მილიონ ლარს, პეისერას ზარალი კი 1.3 მილიონ ლარს შეადგენს.

ქართული ბანკების მოგების მაჩვენებლები (2025 წლის 11 თვე):
#ბანკიმოგება (მლნ ლარი)
1საქართველოს ბანკი1,497 მლნ ლარი
2თი-ბი-სი ბანკი1,113 მლნ ლარი
3ლიბერთი ბანკი115 მლნ ლარი
4ბაზის ბანკი100 მლნ ლარი
5კრედო ბანკი81 მლნ ლარი
6ქართუ ბანკი40 მლნ ლარი
7პროკრედიტ ბანკი28 მლნ ლარი
8ტერა ბანკი27 მლნ ლარი
9ხალიკ ბანკი18 მლნ ლარი
10მიკრობანკი კრისტალი15.2 მლნ ლარი
11იშ ბანკ13.9 მლნ ლარი
12ზირაათ ბანკი6.3 მლნ ლარი
13მიკრობანკი ემბისი6.3 მლნ ლარი
14პაშაბანკი1.5 მლნ ლარი
15პეივბანკი1.3 მლნ ლარი
16პეისერა-1.3 მლნ ლარი
17ჰეშბანკი-9.8 მლნ ლარი
18სილქ ბანკი-22.6 მლნ ლარი
19ვი-თი-ბი ბანკი-54.8 მლნ ლარი