14 ივნისს საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point გაიმართება

14 ივნისს საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point გაიმართება

წელს თბილისი რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალს უმასპინძლებს.

Touch.Point-ის მთავარი მიზანია საქართველოში და კავკასიის რეგიონში მარკეტინგის, კომუნიკაციის და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე პროფესიონალები მეტად დააახლოვოს ტექნოლოგიებთან, გაზარდოს მარკეტინგული ხელსაწყოების სწორი და ეფექტური გამოყენება და შექმნას ახალი კოლაბორაციების შესაძლებლობები დარგის პროფესიონალებისთვის ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზარზე.

ღონისძიება გააერთიანებს ქინოუთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფ სესიებს, Q&A სესიებს და სხვა. სპიკერებს შორის არიან მარკეტინგის და კომუნიკაციის წამყვანი სპეციალისტები კომპანიებიდან როგორიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car, CopysightAI, Smartly.io, Martech Institute და ბევრი სხვა.

პროგრამის ჰედლაინერები უკვე ცნობილია:
● Louisa Ferguson – Global Head of Marketing, Spotify
● Dot Lung – Mother of Social Dragons,
● Ziv Meieri – Creative Lead, Google
● Timmy Ghiarau – Innovation Lead, VR and XR, VOLVO Cars
● Tommy Petrov – Cofounder/CEO, CopySigh AI, ex-Snapchat, ex-Meta
● Gabriela Texeira – Strategy Director, DAVID Madrid
● Andreas Panagiotopoulos – Cofounder/Creative Director at Uncloudy & Co
● Bence Bedner – Creative Director and Strategist

ეს სპიკერების მხოლოდ ნაწილია. სრულ პროგრამას ორგანიზატორები მომდევნო დღეებში დააანონსებენ.

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია 20-ზე მეტი სესია: ქინოუთ პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, Q&A სესიები, 4 ვორქშოფი და ბევრი სხვა საინტერესო სიახლეები. დღის ბოლოს ერთად ვიზეიმებთ EURO 2024 დაწყებას და ჩემპიონატის პირველ მატჩს ფესტივალის დიდ ეკრანზე ვუყურებთ.

ფესტივალის ტერიტორია ორ სცენას, ნეთვორქინგ ზონას, ქოვორქინგ სივრცეს, პარტნიორების ზონას და ფუდკორტს გააერთიანებს.

ფესტივალის მასპინძელია TEC-ის, დოდო აბაშიძის 10.

Touch.Point-ის მთავარი პარტნიორია: საქართველოს ბანკი და D Block

Touch.Point-ის-ის პარტნიორები არიან: Tegeta Cars, Setanta Sports, Mediacity, Borjomi, Port80.

ბილეთების პირველი კალათის გაყიდვები დაიწყო.

S